Lyrics

ჰოიდა ნანა, ოჰოი ნანა ხულო შუახევ ქედიდანა დედო დვრინით დამემღერა დიდგოროზი მთები თანა მთები ვისთვის თვალსეირი ვისთვის ჯავრი შიგნიდანა თეთრ პერანგებს ხრამში ყრიდნენ ლურჯს იცვამდნენ თანდათანა კლდის კატარში მზე ყვაოდა კლდის ბორჯღალზე ბენჩქვი ყანა გვანცას ლოცვებს ვაზის სული გორით-გორზე გადეყვანა ვარჯანისთან, ნაჯვარისთან დაჯვარული ქვები წვანან მთებში ჩუმად დაქვითინებს ჩემი დიდი ნენეს ნანა დერდებს გულში ვიბექსნიდი აჭარელი ვიყავ განა ჰოიდა ნანა, ოჰოი ნანა წარბ გახსნილი დავალ განა საქართველოვ ჩემო დედავ ჩემი სუნთქვა გენაცვალა ჩემი ყველა მწუხარება მქუხარებაც გენაცვალა შენი სიტყვის სიცოცხლისთვის ხიხაძირში კიდევ ვდგავარ შენი ჭერის სიმაღლისთვის მარადიდში ვხლიჩავ ყავარს შენი რჯულის საჯილდაოდ სხალთას ვრეკავ ზარებს მთავარს ერთ ძირ ვენახს სულ გირგავდი კვლავ დაგირგავ დღესაც, ხვალაც იდიდგულე რომ ამფერი აჭარელი გყავდა განა
Writer(s): Maia Chitaia, Zurab Gorgiladze Lyrics powered by www.musixmatch.com
instagramSharePathic_arrow_out